ვახტანგ გორგასალი

ვახტანგ I გორგასალი, ქართლის მეფე (დ. დაახლ. V საუკუნის 40-იან წწ. ― გ. 502), პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. "გორგასალი" სპარსულად - მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული.


442 წელს დაიბადა საქართველოს ტახტის მემკვიდერე ვახტანგ მირდატის ძე. იგი აღსაზრდელად მისცეს სპასპეტს– საურმაგს. 449 წელს გარდაიცვალა მირდატ მეფე, ვახტანგი მაშინ 7 წლის იყო.
მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამამისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი იყო, სპარსულ პოლიტიკაზე იდგა, საქრისტიანოს მტრობდა და სიძე-ხელმწიფის მიმართაც გულში ფარულ სიძულვილს ინახავდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი,ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. საგდუხტმა ატირებულმა სთხოვა ბარზაბოდს, რომ არ გაემაზდიანებინა ვახტანგი.
ბარზაბოდმა შეიწყალაც საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ, მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერიჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა.
მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარან, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპიკოპოსი მობიდან გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე.
მცირე ხნის შემდეგ ზედეზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდ, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი,რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და ძალიან მძაფრად წინაღუდგა ბინქარანს. მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში.
451 წელს ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლის მიწები, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. აქედან გავივიდნენ რანსა და მოვაკანს, აიკლეს, იავარჰყვეს და დარუბანდის კარით უკან დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ბიზანტიელები თავს დაესხნენ საქართველოს მიწებს. ადრე მათ კლარჯეთი დაიჭირეს, ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს შემოესივნენ და ციხე-გოჯამდე მოატანეს.


457 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლის თანავე მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე, მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი.
ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. ვახტანგი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო.
იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდს ლაშქარს.
ის წელი საომარ სამზადისში განესრულა. ჯერ მუხნარსა და ხერკს იყრებოდა ქართველთა ლაშქარი, მერე თიანეთს. ოვსთაგანაოხრებულ ბარდავიდანაც ჯარი გამოუგზავნა ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა, ვახტანგის ბიძამ. ბარდაველთა ჯარს სარდლობდა ფარსმან-ფარუხი, უებრო მეომარი.
ოვსეთში იცოდნენ ქართველთა მეფის საომარი სამზადისი და თვითონაც ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. ნიჯადად (მაშველად) ხაზართა დიდძალი ლაშქარი შეიერთეს ოვსებმა.
ვახტანგის ლაშქარში პირველ რიგებში იდგნენ თოროსნები, მათ მოსდევდნენ ქვეოთები, შემდგომ იდგა მსუბუქი კავალერია, რომელიც უნდა დადევნებოდა გაქცეულ მტერს, ბოლოს მოდიოდა მეფის „გვარდია“, რჩეული მხედრობა, რომელსაც თვითონ ვახტანგის სარდლობით, ელვისებური ადგილმონაცვლეობით, იქ გაჩნდებოდა, სადაც უფრო მისჭირდებოდა ძირითად ძალებს.
შვიდე დღის შემდგომ ლაშქარი გავიდა თიანეთიდან. დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ. მდინარის მეორე ნაპირას უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი. ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი. გავიდა ფარსმან-ფარუხი, თუმცა თარხანმა უხეთქა ხმალი და ბარდაველი ცხენიდან თავგაპობილი გადმოვარდა. მეორე დღეს მან კვლავ მოითხოვა ორთა ბრძოლა. ახლა თვითონ ვახტანგი გავიდა. ქართველთა მეფემ ხაზარს ბრძოლაში თავი წარკვეთა და თავის ბანაკში დაბრუნდა.
მეორე დღეს ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარი, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გომოსჩენია სარკინალ ველზე. მან ვახტანგ მეფე გამოიწვია შესარკინებლად. ეს ორთა ბრძოლაც ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა.
ამ ორთაბროლის დამთავრების შემდგომ მტრისკენ დაიძრა ქართველთა ლაშქარი. გაჩაღდა ბრძოლა ძლიერი. მეფის მხარდამხარ დიდის შემართებით იბრძოდნენ არტავან საურმაგის ძე (ვახტანგის ძუძუმტე) და ბივრიტიან სეფეწული. ბრძოლა ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა. ვახტანგმა ტყვეობიდან იხსნა თავისი და მირანდუხტი და უამრავი თანამემამულე.
დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ. შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ვახტანგმა მირანდუხტი ამალით მცხეთაში გამოგზავნა, ხოლო თვითონ ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ ოლქთა დამორჩილებას შეუდგა. ვახტანგმა გადაიარა და გადალაშქრა იალბუზი, სწორედ მაშინ მიიღო მან წოდება „იალბუზის გმირისა“. ვახტანგმა დაამარცხა ყივჩაღები, პაჭანიგები და ჯიქეთი. ამრიგად მთელი ჩრდილოეთ კაკასია ქართველხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან აფხაზეთში გადმოვიდა ვახტაგ მეფე. მან აფხაზეთან და ეგრისიდან განდევნა ბიზანტიელები. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ საქართველოს მეფე მცხეთაში დაბრუნდა.


464 წლისთვის ბიზანტია ნელ-ნელა სუსტდებოდა, ვახტანგს ახლა ხელსაყრელი დრო ჰქონდა დაებრუნებინა სამხრეთ-დასავლეთ მიწები, რომლებიც ბიზანტას ჰქონდა მიტაცებული. ვახტანგმა შეჰყარა ლაშქარი, მის გვერდით იყვნენ: სპასპეტი ჯუანშერი, ბარდავის ერისთავი ვარაზ-ბაკური და ძუძუმტე არტავაზ, საურმაგ სპასპეტის ძე. დიდძალი ლაშქარი შეიყარა და გაემართნენ პონტოს მიწების დასაბრუნებლად. გზად ქართულ ლაშქარს შეუერთდნენ სომხეთის ერისთავები: არევ სივნელი, ჯუანშერ ასფურაგნელი და ამაზასპ ტარონელი.
ვახტანგმა ზედეზედ აიღო დიდი ციხესიმაგრეები: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. მერე ზღვის პირას გაუყვა ქართული ლაშქარი. ერთიმეორეზე ეცემოდნენ ბერძნული ქალაქები, ნელ-ნელა ქართველები კონსტანტინოპოლს უახლოვდებოდნენ. ვახტანგმა უბრძანა თავის თანამოლაშრეებს, რომ არავის გაებედა ხალხის ძარცვა, რბევა და უდანაშაულოთა სისხლისღვრა, ეს ბერძენი თუ რომაელი იქნებოდა. ეს თქვა და ტყვეები გაანთავისუფლა, შეშინებულ ხალხს მოუწოდა მშვიდობიან ცხოვრებას დაბრუნებოდა. ქართველები ქალკედონიდან სამი დღის სავალზე იყვნენ, როდესაც კეისარმა გამოგზავნა ლეგიონები პოლიკარპეს მეთაურობით ქართველთა წინააღმდეგ. შეიბნენ ქართველები და ბიზანტიელები, ბრძოლაში დაეცა ვარაზ-ბაკური, ვახტანგის დედის ძმა. ვახტანგთან შეტაკებაში პოლიკარპე ცხენიდან თავგაპობილი გადმოეშვა. ბრძოლა ქართველთა ხელმწიფეს გამარჯვებით დასრულდა.
ბიზანტიის კეისარმა ლეონ პირველმა სამშვიდობო მოლაპარაკება სთხოვა ვახტანგს და მას გაუგზავნა დიასპანებად საეკლესიო მოღვაწეები პეტრე და სამოელი. ვახტანგი არც აპირებდა ბიზანტიის განადგურებას, რადგან საქართველოს არაფერად წაადგებოდა სპარსეთის გაძლიერება. მას სურდა მხოლოდ ძირძველი ქართული მიწების განთავისუფლება და უკვე ეს მიწები მთლიანად მის ხელთ იყო. ვახტანგმა ზავი დადო ბიზანტიის კეისართან და ყოველი ქართული მიწა-წყალი საქართველოს დაუბრუნდა. ვახტანგმა კლარჯეთის ერისთავად დანიშნა არტავაზი, რომელმაც მეფის ბრძანებით აღაშენა ციხე არტანუჯისა, მონასტერიოპიზისა და ეკლესიები მერისა, შინდობისა და ახიზისა. ვახტანგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა.


464 წელს სპარსეთის მეფის ჰორმიზდ მესამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა პეროზდმა. სამი წელი სპარსელები ემზადებოდნენ საქართველოზე თავდასხმისთვის.
ამასობაში დედოფალმა ბალენდუხტმა (ჰორმიზდ მესემის ასული) ვახტანგს მარჩვილად ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი.
მეფე ვახტანგი შეუსვენებლივ ემზადებოდა ომისთვის, ამაგრებდა ძველსა და აგებდა ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, ჭრთვნიდა ლაშქარს, ამზადებდა ხალხს მტრის დასახვედრად. მან საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან „მაცთური“, ხოლო დანარჩენი მოგვები ან გააძევა საქართველოს საზღვრებიდან, ან სიკვდილით დასაჯა ურჩობისათვის.
467 წელს საქართველოს შემოესია სპარსელთა ურიცხვი ლაშქარი, რომელსაც წინპეროზ შაჰი მოუძღვებოდა. მათ მეგზურად ჰყავდათ ბინქარან „მაცდური“, რომელიც რაღაც მანქანებით მცხეთის საპყრობილედან გამოიქცა. ვახტანგ გაგზავნა მალემსრბოლი კონსტანტინოპოლში კეისარ ლეონთან, თუმცა იგი ხაზართა წინააღმდეგ იყო წასული. ვახტაგსისედაც ნაკლები იმედი ჰქონდა ბიზანტიელთა დახმარების, ამიტომ მალემსბოლის დაბრუნებამდე ლაშქარი მზად ჰყავდა მტერთან შესახვედრად. გზად სპარსელებს მოუკვდათ მეგზური ბინქარანი, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ საქართველოსკენ მომავალი გზები. სპარსელებმა გაიარეს ქვემო ქართლი, სადაც მაშინ პიტიახშად იდგა არშუშა. მტკვრის მარცხენა მხარე სპარსელებით გაივსო. ისინი კარგად ხედავდნენ ვახტანგის მუზარადს, რომელზეც წინ მგელი, ხოლო უკან ლომი იყო გამოსახული.
ბრძოლა დაიწყო ქართველებსა და სპარესელებს შორის. მტრის ჯარის რაოდენობა სამჯერ მეტი იყო, თუმცა ბრძოლის სასწორი თანასწორად ქანაობდა. საარაკო გმირობით იბრძოდა ვახტანგ მეფე. იგი იყო ყველგან სადაც მისჭირდებოდა ქართულ ლაშქარს. სადაც უფრო მძლავრობდნენ სპარსელები იქ გაიელვებდა და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს: „დურ აზ გორგასარ“ („ერიდეთ თავსა მგლისასა!“). ასე გაჩნდა წოდება „გორგასალი“.
ეს ბრძლო ოთხი თვე გაგრძელდა. ლეონ პირველმა შეამჩნია, რომ ვახტანგი მის დახმარებას სულ არ საჭიროვებდა, შეეშინდა ვახტანგს შური მათზე არ ეძია დახმარების არ გაწევის გამო და სასწრაფოდ ჯარები გაუგზავნა ვახტაგს ლეონ ანთიპატოსის სარდლობით, რომელმაც ქართველთა მეფეს კეისრის ძღვენი მიართვა და კეისრის სახელითვე ბოდიში მოუხადა.
ბერძენთა ჯარის გამოჩენამ საბოლოოდ გატეხა სპარსელთა შაჰი, უკან გაბრუნდა, კალას დაბანაკდა და ვახტანგთან ზავისათვის ელჩები აფრინა დიდი ძღვენი. შემდგომ თვითონ შაჰი მივიდა. გაიშალა კარავი, სადაც შეიყარნენ სამნი: ვახტანგ მეფე, პეროზ შაჰი და ლეონ ანთიპატოსი. დაიდო ზავი, რომლის თანახმად ბიზანტიასა და სპარსეთს შორის მშვიდაბა უნდა დამყარებულიყო. მერე საქართველოსა და სპარსეთის გავლენის სფეროებზე გაიმართა ბჭობა. სამხრეთითარაქსი და აღმოსავლეთით კასპიის ზღვა შეიქმნა საქართველოს სამფლობელოთა საზღვრები.


სპარსეთის შათირი, სახელად ბარზაბან, სასწრაფოდ ეწვია მცხეთას. ვახტანგს ბარზაბანმა უამბო, რომ პეროზი ეაჯაბოდა მას სწვეოდა ქტესოფონში. ვახტანგმა პეროზ შაჰის თხოვანა განიხილა და დათანხმდა.
ვახტანგმა შეჰყარა ერისთავნი, ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა, დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა, გრიგოლ, ერისთვი ჰერეთისა, ნერსარან, ერისთავი ხუნანისა, ადარნასე, ერისთვი სამშვილდისა, სამნაღირ, ერისთვი ეგრისისა და სვანეთისა, ბაკურ, ერისთვი არგვეთისა და თარკვერისა, არტავაზ, ერისთვი კლარჯეთისა, ნასარ, ერისთვი წუნდისა, და ბრიტიან, ერისთავი ოძრხისა. ამათ წინაშე ვახტანგმა გამოიყვანა ხუთი წლის დაჩი, ძე და მემკვიდრე. თავზე გვირგვინი დაადგა და დარბაზს უბრძანა, ამიერიდან თაყვანი ეცათ და ეზრუნათ მასზე, ვითარცა ჭეშმარიტ მეფეზე. შემდგომ გამოყო სამი ერსთავი, არტავაზ, ნასარ და ბივრიტიანი, რომლებიც მეფეს თან უნდა წარეყვანა სპარსეთში. 470 წლის აღდგომა დღეს ვახტანგ გორგასალი დედის, დებისა და წარჩინებულ ქართველთა თანხლებით ეწვია იერუსალიმს, მოიხილა წმინდა ადგილები, თაყვანი სცა და მდიდრული ზორვანი გამართა.
ვახტანგი იერუსალიმიდან ანტიოქიას წავიდა, სადაც მას პეროზ შაჰი ელოდა. შაჰი ვახტანგს დიდი ქება დიდებით შეხვდა და დიდი ძღვენი მიართვა.ქართველთა მეფე დათანხმდა სპარსეთის შაჰს შორეულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე. აქედან ვახტანგმა მიიღო პატრუცაგი, რომლის თანახმადაც ლეონ პირველი ვახტანგს დასახმარებლად უგზავნიდა ოცი ათას მეომარს ლეონ ანტიპატოსის სარდლობით. ასევე ქართველთა მეფემ მიიღო სომხეთიდან გომოწვეული ათი ათასი მეომარი. ანტიოქიიდან სპასეთის სატახტო ქალაქში გაეშურნენ. ქტესოფონში ზეიმით შეხვდა ხალხი. არავის აღარ სურდა გაეხსენებინა ქართველებთან განცდილი მარცხი, რაკი უძლეველი ხელმწიფე, ამჯერად მათი მოკავშირე იყო და მათ ლაშქრობაში იღებდა მონაწილეობას. დაიწყო ლაშქრობა აღმოსავლეთისკენ, სპარსეთის ურიცხვი მხედრობა დაიძრა ინდოეთისკენ. გორგასალიც ამხედრდა ორმოცი ათასიანი ლაშქრით: ათი ათასი ქართველი, ათი ათასი სომეხი, ოცი ათასი ბიზანტიელი.


სპარსელებმა გზად აიღეს და დაიმორჩილეს ჯორჯანეთი, შემდგომ კი შეიჭრნენ ინდოეთში. ვახტანგ გორგასალმა თხუთმეტი ინდოელი „ბუმბერაზი“ მოჰკლა ორთა ბრძოლაში. განგის ხეობაშიც შეიჭრნენ ქართველები, დეჰკანიც დალაშქრეს. შემდეგ მდინარე ინდის სამხრეთსაკენ წავიდნენ, სადაც მდებარეობდა უზარმაზარი სინდეთის სამეფო. მედგრად დაუდგა მტერს სინდეთის მეფე, მრავალი სპარსი დაიღუპა მის ჯართან ბრძოლაში. თვითონ სინდთა მეფე იბრძოდა მედრად, სპილოზე ამხედრებული, იყო იგი ტანად ახოვანი და გულად უშიშარი.
ღამით სინდთა მეფემ ქალაქის კარიბჭიდან დაშორებით, მტრისგან იდუმალ, ღრმა და განიერი ირმო გაათხრევინა და შიგ ათი საუკეთესო მოისარ-მახვილოსანი ჩაასაფრა. დილით ქალაქიდან ერთი ვიღაც „ბუმბერაზი“ გამოიჭრა ამხედრებული, ქართველთა ბანაკს ნავარდით ჩაუქროლა და საომრად ვახტანგ გორგასალი გამოიწვია. მეფეს დაასწრო „დიდმა ეჯიბმა“ საურმაგმა (არტავაზის ბიძაშვილი). მან ცხენი გააჭენა, სინდელს მიუხტა და შესძახა: შენ მეფესთან შებრძოლების რა ღირსი ხარ, მე შემებრძოლე, ვითარცა მონა მონას შეებმისო. შეუტია საურმაგმა, მაგრამ სინდელმა უცებ ცხენი შეატრიალა და გაიქცა.საურმაგიც უკან დაედევნა. უეცრად ჩასაფრებული ათი სინდელი ამოიჭრა მიწიდან და მოკლე შუბები დაუშინეს ზურგიდან. წამსვე წინ გაქცეული შემოუბრუნდა. საურმაგმა მოასწრო – მოპირდაპირეს შუბი გულში ჩასცა და ჩამოაგდო, მაგრამ თვითონაც მკვდარი გადმოვარდა ცხენიდან, ათამა სინდელმა კი ქალაქს შეაფარა თავი.
სამი დღე-ღამე ჩაიკეტა ვახტანგი კარავში ცხედართან ერთად; „იგლოვაგვამსა გვამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყვარელისა“. საურმაგის დაკრძალვის შემდეგ სინდთა მეფე ორთა ბრძოლაში გამოიწვია ვახტანგმა. შეიბნენ მეფენი სინდთა და ქართველთა.ვახტანგმა სინდთა მეფე ცხენიდან გადმოაგდო, თვითონაც ცხენიდან ჩამოვიდა ფეხში ხელი დაავლო და თრევით პეროზ შაჰს მიჰგვარა, მაგრამ ქართველი მეფის ნებით შაჰს მოუწია სინდთა მეფის შებრალება, მხოლოდ ხარკი დააკისრა და მისი ორი შვილიც მძევლად ჩამოართვა. სინდთა მეფემ, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, „უძღვნა ვახტანგს ძღვენი მიუწვდომლად დიდძალი“. როდესაც სპარსელები და ქართველები ინდოეთიდან წამოვიდნენ და აბაშეთს მიადგნენ. ეს ქვეყანაც დაამარცხეს და დაიმორჩილეს. შემდგომ ვახტანგმა ლეონ ანთოპატოსს თავისი მოციქულები წარატანა კონსტანტინოპოლისკენ, რომ საქართველოში ჩამოეყვანათ ლეონ პირველის ასული, ასევე საეკლესიო მოღვაწეები პეტრე, სამოელი და კიდევ თერთმეტი სხვა საღვდელო.


როდესაც სამშობლოში დაბრუნდა ვახტანგ გორგასალი, მას ბევრი საზრუნავი გაუჩნდა. დიდი იყო მისი სახელმწიფო, ვრცელი, მძლავრი და ბრწყინვალე, მაგრამ ბევრი სისუსტეც შინაგანად თან ახლდა მბრწყინავ სახელმწიფოს. წარჩინებულები ნელ-ნელა ცდილობდნენ შეევიწროვებინათ „წვრილი ერი“. წარმართობაც ჯერ კიდევ სრულიად არ აღმოფხვრილიყო ქართველთა სულში. ქრისტიანული ეკლესიაც არ იყო მძლავრი საყრდენი მეფის უზენაესი ხელისუფლებისა.
ვახტანგ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში კათალიკოსობა შემოეღო. სწორედ პირველი კათალიკოსად მას უნდა დაესვა პეტრე, ხოლო მცხეთის ეპიკოპოსად – სამოელი. დანარჩენნი ეპისკოპოსებად უნდა გამწესებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამწყსოში. კათალიკოსობის შემოღებას უნდა აღემაღლებინა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე. როდესაც მიქაელ ეპისკოპოსმა შეიტყო მეფის განზრახვა, ძლიერ განრისხდა.
ვახტანგ მეფემ ტფილისის ხეობა მოიხილა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ტფილისის ადგილმდებარეობის სამხედრო, საპოლიტიკო და სამეურნეო მოხერხებულობაში. შემდგომ მან გზა განაგრძო არმაზის ხევთან ვახტანგმა იხილა მცხეთიდან მომავალი ბრწყინვალე ტაძრიონი, რომელსაც წინ მოუძღვოდა მეფის ცამეტი წლის ძე დაჩი. მეფის წინაშე წარსდგა და თაყვანი სცა ჯუანშერ სპასპეტმა. მთელი ტაძრიონი ეთაყვანებოდა დიდებულ გვიგვინოსანს. ამ დროს გამოჩდა მიქაელ ეპისკოპოსი; როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მან დასწამა მეფეს ვითომ ქრისტიანობა დაუტევებია, ფეხი მოუქნია და ფანდაკით კბილებში სცა საქართველოს დიდებულ ხელმწიფეს, წინა კბილი შეემუსრა და სისხლი წარსდინდა. ვახტანგის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად წაიყვანეს. ლეონ პირველმა ცამეტი საეკლესიო მოღვაწე და თავისი ასული ელენე დიდძალი ძღვენითურთ და და დიდი სამხედრო ამალით საქართველოსკენ გამოისტუმრა.


ვახტანგ მეფე დიდი მშენებლობითი საქმიანობით იყო გართული. მან მცხეთაში, ძველ, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელბის ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო ქვის დიდი სიონის მშენებლობა. ეს იყო მცხეთის სახელოვანი სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა. ახალ დიდ ქართულ ლავრაში ვახტანგმა კათალიკოსად დასვა პეტრე, მის თანაშემწედ– ეპისკოპოსი სამოელი. აქვე მეფემ საქართველოს დედოფლის გვირგვინი თავზე დაადგა თავის მეუღლეს ელენეს, ლეონ პირველის ასულს. იმავე ხანებში ვახტანგმა განასრულა თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა. ვახტანგის ბრძანებით ასევე აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები, ნიქოზს, ნინოწმინდას, ჭერემსა და ჩელეთს.


ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან ომისთვის, მან დასაჯა სიკვდილით ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი და მაშინვე ომისთვის დაიწყო მზადება, რადგან იცოდა, ვარსქენის მოკვლა სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა. პეროზ შაჰმა უზარმაზარი ურდოები გადმოისროლა საქართველოსკენ, მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი შვიდი დღე ამაოდ უცდიდა დახმარება ბიზანტიიდან და ჰუნებისგან, სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ამ ბრძოლის პირველივე შეტაკებაში ვახტანგმა ვერ გაიმარჯვა, წარჩინებულები მეფის ღალატს არ წყვეტდნენ, და მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად. საომარი ველი სპარსელთა გვამებით იყო დარეცილი. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალს მოუწია უკან გაბრუნება, რადგან პეროზ შაჰი, ისე დაიღუპა ჰუნებთა ბრძოლაში, რომ მისი გვამიც კი ვერ იპოვეს.
სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა ბალაშ (484-488). ამ დროისთვის ვახტანგმა გორგასალმა სავსებით აღიდგინა პირველობა წინა აზიაში. 488 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავადი (488-531).
სანამ სპარსეთში შიდა არეულობა გრძელდებოდა, ვახტანგ მეფე ტფილისს იდგა და ახალი სატახტოს მშენებლობას მისცემოდა თავდავიწყებით. ამ პერიოდში ქტესოფონიდან მოციქული მოვიდა, რომელმაც მოახსენა, რომ კავად შაჰი მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.
ვახტანგ გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზასვნა. უკარმის მახლობლად, ნიქოზში, რაჟდენ პირველწამებულის სახელობისა და ციხესიმაგრეში, დააბრუნა პეტრე კათალიკოსი. მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა: დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. 502 წელს სპარსეთის ურდო შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თვითონ კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოესია ივრის ხეობას, რუსთავს და სამგორს. ქართველთა ჯარი მტერზე ხუთჯერ ნაკლები იყო.
ბრძოლის წინ კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი დამისი ჯარი. ბრძოლაში გაემართნენ ქართველები, „შეიბნენ იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა ბრძოდეს, და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი“. სამი დღე წონასწორად ქანაობდა ბედის სასწორი. მეოთხე დღე გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. ვახტანგმა შეკრა და შეამჭიდროვა შეთხელებული ქართული ჯარი, კვლავ დალოცა ისინი პეტრე კათალიკოსმა. სამ ნაწილად დაჰყო ლაშქარი ვახტანგმა. ფლანგებზე – მარჯვნივ ჯუანშერ სპასპეტი უსარდლა, მარცხნივ – ადარნასე ერისთავი. თვითონ მეფე შუა ნაწილს ჩაუდგა და საიერიშოდ სპარსელთა ბანაკის შუაგული, თვით შაჰის კასრავი მოინიშნა. ტოგორც კი გათენდა ვახტანგმა იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდაბ გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი.
წამით მეფემ ნაცნობი სახე შენიშნა კარვის კალთის მიღმა, მაგრამ ვერ გაიხსენა, სპარსელმა უფლისწულმა მოუქნია ხმალი. მეფემ იფარა ვიგრის ფარი, მარცხენა ხელით ზეასროლილი, იღლია მოუშიშვლდა, იღლიაში გაბჭოლავი ბრჭუალი შეიგრძნო, კარვის კალთის წინ მთელი ტანით აღმართულიყო კაცი გველის უძრავი თვალებით, გაწვართულიყო მშვილდით; ის, ვინც ესროლა გორგასალს შიშველ იღლიას. მაგრამ ტკივილის მიუხედავად ვახტანგმა შუაგაპობილი დააგდო ბარტამი. ხოლო ის მოღალატე გაქრა. ისარი საკმაოდ ღრმად შევიდა სხეულში და მეფემ ვერ ამოიღო. მზის ამოსვლისას დაჭრილი მეფე საღამომდე იბრძოდა, არავის ახლოს არ იყოლებდა, რომ არ შეემჩნიათ ჭრილობა. ისევ იმოდა „დურ აზ გორგასარ“ და სპარსელები ბრძოლის ველიდან გარბოდნენ. გორგასალმა ბრძანა, რომ ყველა სპალალარი და ერისთავი თავის ადგილზე დარჩეს, საომარ წყობით.
ეს ბრძანა და უჯარმა წავიდა. მთელი გზა ცხენზე ამხედრებულმა გაიარა, მხლებლების შეუშველებლად. როდესაც მივიდა უჯარმას, შევიდა სასახლეში და სარეცელზე დაეცა. ძლივს ამოიღეს ისარი დასტაქარებმა მეფის სხეულიდან. მაინც შეიტყვეს სპარსელებმა ვახტანგ მეფის სასიკვდილოდ დაჭრის შესახებ, გაიხარეს და შემობრუნდნენ. რუსთავიდან ტფილისში გადავიდნენ, მაგრამ არმაზის კართან ნერსემ და ბივრიტიანმა უკუაქციეს მტერი. კავად შაჰმა შეიტყო, რომ ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოისწრაფოდა ქართლისკენ დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა. კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.
ვახტანგ გარდაცვალების წინ გამოაცხადა დაჩი ახალ ხელმწიფედ და დაუტავა ქართველ ერს ანდერძი: ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის. ვახტანგი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა.

origami
წყარო:wikipedia

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

0 Response to "ვახტანგ გორგასალი"

Post a Comment